მანანა (მაკა) გოცირიძე
მანანა (მაკა) გოცირიძე დაიბადა 1956 წელს ქ. თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, 1981 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა, სემიტური ენების სპეციალობით. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ, ბორის გაპონოვისეული თარგმანზე. იგი სხვადასხვა დროს ძველ ებრაულ ენასა და თანამედროვე ებრაულ ენას ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, სულხან-საბა ორბელიანის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. არის 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის – „ვეფხისტყაოსნის“ ებრაული თარგმანის ლექსიკა“ – ავტორი, არაერთი, მათ შორის ებრაულ-ქართული, ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
ელ-ფოსტა: