თამარ ალფენიძე
თამარ ალფენიძე 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრაზე. დისერტაცია დაიცვა ნობელიანტი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, ყველაზე სკანდალური წიგნის _ შავი წიგნის _ იდეურ-ესთეთიკური ანალიზის შესახებ და მოიპოვა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იგი 2001-2002 წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სტამბოლის უნივერსიტეტში, თურქული ლიტერატურის ფაკულტეტზე. 2007 წელს მოიპოვა „ღია საზოგადოება –საქართველოს“ გრანტი უნივერსიტეტის ლექტორებისთვის – ლექტორთა განვითარების სტიპენდია და 3 სემესტრი სტაჟირებას გადიოდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, აშშ-ში. 2009 წელს მონაწილეობდა ჰარვარდისა და ქოჩის უნივერსიტეტების ოსმალური ენის საზაფხულო ინტენსიურ სკოლაში, მუშაობდა სხვადასხვა ტიპის ოსმალური ტექსტების შესწავლაზე. 2014 წელს მოიპოვა ქოჩის უნივერსიტეტის ანატოლიური ცივილიზაციების კვლევითი ცენტრის გრანტი, სტამბოლის არქივებში მოიძია ათონის მთაზე არსებული ქართული მონასტრის, ივერონის, შესახებ ოსმალური წყაროები.