გიორგი ვახტანგიშვილი
გიორგი ვახტანგიშვილმა 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2015 წელს იმავე პროგრამაზე დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი სახელწოდებით – „რუსეთ-ჩინეთის ინტეგრაციული პოლიტიკა ცენტრალურ აზიაში“. 2015 წლიდან დღემდე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2016-2017 წლებში სამეცნიერო-კვლევითი გრანტით იმყოფებოდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბელგიაში და ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში. 2018 წლის სექტემბერში მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი – „პოსტსაბჭოთა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირება და ტრანსფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიმართ“.