ანა სახვაძე
ანა სახვაძე იყო თსუ არქეოლოგიის პროგრამის ბაკალავრი (2010), მაგისტრი (2012), 2012 წლიდან არის თსუ ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. 2014 წლიდან მუშაობს კურატორის ასისტენტად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მიღებული აქვს გრანტები: 1. „სამთავროს კრამიტსამარხები“ (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), 12.12.2016-12.12.2017; 2. „ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები სამთავროს სამაროვნიდან- ინტერდისციპლინარული კვლევა“ (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო), 03.2018-08.2018.გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია. მათ შორის: 1. მინის სანელსაცხებლე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომები I. თბილისი, 2017; 2. Late Antique Form Made Imported Glass Vessels on the Territory of Georgia - Studies in Caucasian Archaeology I, Tbilisi, 2012; 3. გვიანანტიკური ხანის მინის ჭურჭელი პროფ. სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან. არქეოლოგიური კრებული I. გორი, 2011; 4. იმპორტული მინის ჭურჭლის დინამიკა ადრეანტიკური ხანის საქართველოში: სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის შრომები I. ბათუმი, 2009. ანა სახვაძე მონაწილეობს ადგილობრივ და სამეცნიერო კონფერენციებში.