დიანა ტერ-ბაღდასაროვი
დიანა ტერ-ბაღდასარობამ 2009 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (არმენოლოგიის მიმართულებით) და დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „საქართველოს სომხური სამწყსოს ისტორიიდან“. 2010 წელს ჩააბარა თსუს მაგისტრატურაში, შუა საუკუნეების ქრისტიანული ქვეყნების ფილოლოგიის მიმართულებაზე (სომხური და ქართული ფილოლოგია), 2013 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ამჟამად არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (არმენოლოგია) დოქტორანტი და 2014 წლიდან – თსუს მოწვეული ლექტორი. კითხულობს სოხმურიდან ქართულად თარგმანის თეორიასა და პრაქტიკას და სათარჯიმნო პრაქტიკუმს. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.