მზისა ბუსკივაძე
1999 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქოლოგიის განყოფილებაზე. ბაკალავრიატის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში. 2005-2006 წელს კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ იზმირის 9 სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტში. 2008 წელს ჩაირიცხა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. კვლევის სფეროს წარმოადგენს ახალი თურქული ლიტერატურა.2007 წლიდან დღემდე თსუ ენათა ცენტრის თურქული ენის მასწავლებელია.