ნათია ფონიავა
ნათია ფონიავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად არის ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი ენათმეცნიერების განხრით; მუშაობს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; იკვლევს ქართველურ და აფხაზურ-აბაზურ ენებს; აქვს 20 პუბლიკაცია; თანაავტორია პოლონეთში გამოცემული „ქართულ-აფხაზურ-ინგლისური სიხშირული ლექსიკონისა“, ასევე ენათმეცნიერული თავისა წიგნში „ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი (ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე)“; მანვე გამოსაცემად მოამზადა და ქართულად თარგმნა ნოდარ კაკაბაძის „ლაზური ტექსტები“; სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე – სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.