ლელა ებრალიძე
ლელა ებრალიძემ 1999 წელს მუშაობა დაიწყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „თარგმანისა და კულტურათშორისი ურთიერთობების“ სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად კითხულობს სალექციო კურსებს მხატვრულ თარგმანში, აკადემიური ტექსტის თარგმანში, თანამიმდევრულ თარგმანში, ქართული თარგმანის ისტორიაში.გამოცემული აქვს პოეტურ თარგმანთა კრებული „ლირიკული მოზაიკა: ბრიტანელი და ამერიკელი პოეტები“, ოსკარ უაილდის პოემის „რედინგის ციხის ბალადა“ ქართული თარგმანი ცალკე წიგნად. ქართული ლექსების მისეული თარგმანები დაიბეჭდა ალმანახის „ახალი საუკუნე“ ინგლისურენოვან გამოცემაში. მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურად თარგმნაში.
2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში“. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები პოეტური ხატების, იდიომების, ევფემიზმების თარგმანის, რითმის, პოლისემიის და სხვა საკითხებზე.