დავით მაზიაშვილი
დავით მაზიაშვილი არის ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი; იგი ავტორია მონოგრაფიისა „ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი“ (2014), აგრეთვე– სამეცნიერო სტატიებისა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „რობერტ სტურუას იულიუს კეისარი. ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან“ (2015). 2016 წელს დ. მაზიაშვილმა გაიმარჯვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსში“ პროექტით „შექსპირის რეცეფცია XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში“ და 2017 წელს სამი თვით ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, ხოლო 2018 წელს კი – გაიმარჯვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევით საგრანტო პროგრამაში და იგი აკადემიური წლით (2019-2020 წწ.) მიწვეული მკვლევრის სტატუსით ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფება.დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ინტერესთა სფეროებია: თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურა, პოსტმოდერნიზმი, შექსპირის რეცეფცია თანამედროვე ინგლისურ ლიტერატურაში, დრამატურგიაში, თანამედროვე ინგლისურ და ქართულ თეატრში.