თეა ქამუშაძე
თეა ქამუშაძემ 2018 წელს თსუ-ში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ქალაქის სახის ფორმირება და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციები (ქ. რუსთავის მაგალითზე)“ და მიენიჭა ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი.თეა ქამუშაძე მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტსა თუ კონფერენციაში. მას მიღებული აქვს CARTI-ის ლანე კირკლანდის სახელობის სტიპენდია.
ამჟამად თეა ქამუშაძე არის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი და თსუ ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფალუტეტის მოწვეული ლექტორი.
თეა ქამუშაძის კვლევის ინტერესებია: პოსტსაბჭოთა საქართველოს რეალობა, ინდუსტრიული ქალაქები, სოციალისტური მემკვიდრეობა, ისტორიის რეპრეზენტაცია და სოცალიზაციის ტრადიციული ფორმები.