ივანე წერეთელი
ივანე წერეთელი არის ისტორიის დოქტორი, კულტურის მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მათ შორის: 2017 წელს „ლიბერალიზაციისა და მოდერნიზაციის გამოწვევები: ქართული სამოქალაქო კალენდრის მიხედვით” (CES Working Papers – Volume IX, Issue 3), 2015 წელს – „სხვა თუ მტერი – ქართველთა მიერ ოსების აღქმა დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე (გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მიხედვით), (ცივილიზაციური ძიებანი, N13), 2014 წელს დავით მაცაბერიძესთან თანაავტორობით – „სომხების, აზერბაიჯანელების, ოსებისა და აფხაზების იდენტობის ნარატივი“ წიგნში: „იდენტობის ნარატივები საქართველოში: მრავალეთნიკური ქართველი ერის სათავეებთან (1860-1918)“.ივანე წერეთლის ინტერესის სფეროებია: იდენტობის საკითხები, მეხსიერების პოლიტიკა, კოლექტიური ტრავმა, ტრანზიციის გამოწვევები.