ვახტანგ ლიჩელი
ვახტანგ ლიჩელი დაიბადა 1948 წელს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტი. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (“შიდა კოლხეთის მატერიალური კულტურა ძვ.წ. III-I სს-ში”) და მიენიჭა ისტორიიის მეცნი¬ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1991 წელს _ სადოქტორო დისერტაცია (“ძველი საქართველო ელინისტური სამყაროს სისტემაში”) და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების სრულ პროფესორად. თანამშრომლობს ინსბრუკის (ავსტრია), ბორდოს (საფრანგეთი), ფერარას (იტალია) უნივერსიტეტებთან. ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს სხვადასხვა ძეგლზე.სამეცნიერო ინტერესების სფერო: ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში, არქეოლოგიის თეორიისა და მეთოდოლოგიის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და კულტურათა დიალოგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებში.