მანანა კაშია
მანანა კაშიამ 1988 წელს დაამთავრა ლენინგრადის ი. რეპინის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის, ქანდაკების, არქიტექტურის ინსტიტუტი. 1978–1983 წლებში ის მუშაობდა ქ. ბათუმის N1 სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად, 1983–1996 წწ. საქართველოს აჭარის თეატრის მოღვაწეთა კავშირში ხელოვნებათმცოდნე – კონსულტანტის თანამდებობაზე, 1992–2001 წწ. იყო ბათუმის უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის ლექტორი (სასწავლო დისციპლინა – სახვითი ხელოვნების თეორია და ისტორია), 1995–2009 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი (სასწავლო დისციპლინა – სახვითი ხელოვნების თეორია და ისტორია). 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საპატრიარქოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე. კითხულობს ლექციებს სახვითი ხელოვნების თეორიასა და ისტორიაში (ქართული ხელოვნება, დასავლეთ ევროპის ხელოვნება, აღმოსავლეთის ხელოვნება). 2010 წელს ჩაირიცხა და არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.