ნინო ჯოხაძე
ნინო ჯოხაძე 2010-2014 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე, 2014-2016 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში რომანული ფილოლოგიის (ესპანური) მიმართულებით, 2018 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: რომანული ფილოლოგია) სტუდენტი ესპანური ლიტერატურის მიმართულებით. სადოქტორო საფეხურის Erasmus+ სტიპენდიის ფარგლებში სწავლობდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი). მისი სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ლიტერატურული ცენზურა და მარიო ვარგას ლიოსას რომანი „ქალაქი და ძაღლები“. მისი კვლევის სფეროებია: ესპანური ენა და ლიტერატურა, ლათინოამერიკული ლიტერატურა.