ნინო მღებრიშვილი

ნინო მღებრიშილმა 2003 წელს ჩააბარა თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. 2007 წელს სწავლა განაგრძო ამავე ინსტიტუტის მაგისტრატურაში ახალბერძნული ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის მიმართულებით, ხოლო 2011 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დოქტორანტი ახალბერძნული ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხება არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ დაცულ თეოდორე აბუკურას, VIII-IX საუკუნეების აღმოსავლური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ბერძნულენოვანი მემკვიდრეობის ქართულ თარგმანებს. ნინო მღებრიშვილი არის შვიდი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან სამი სადოქტორო ნაშრომის თემატიკას ეხება.

ელ-ფოსტა: ninomgebrishvili@gmail.com