სოფიკო გელიაშვილი
სოფიკო გელიაშვილმა 2018 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით და მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის წოდება. ამჟამად იგი არის ამავე უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.სოფიკო გელიაშვილი სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ჯუნა ბარნსზე, გერტრუდ სტაინსა და ბიტ თაობაზე.
სოფიკო გელიაშვილის სადოქტორი ნაშრომი შეეხება პერსონაჟთა სიმბოლურ და ასოციაციურ მრავალნიშნადობას ჯუნა ბარნსის შემოქმედებაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ანგლო-ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურა.