ქეთევან ჯმუხაძე
ქეთევან ჯმუხაძე 2018 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. ქეთევან ჯმუხაძის სადოქტორო ნაშრომი შეეხება ქალაქს, როგორც მითოპოეტიკურ ხატს, ინგლისურენოვან მოდერნისტულ ლიტერატურაში.მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა: ანგლო-ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურა, ურბანული მხატვრული სივრცე.