ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. სხვადასხვა წელს დამთავრებული აქვს თსუ ფილოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. სწავლობდა გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში. ხათუნა ლაგაზიძე წლების განმავლობაში იყო თსუ სოციოლოგიის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. იგი არის ავტორი წიგნისა „სახელმწიფო მართვის თეორიის საკითხები“.