დავით ტაკიძე
დავით ტაკიძემ 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე (ქვედარგი: ინგლისური ფილოლოგია).დავით ტაკიძე არის რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და გამოქვეყნებული აქვს ორი სტატია: „კვენტინი როგორც ჰამლეტის პაროდია ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაში“ და „მითოსი კონრადის რომანებში – „წყვდიადის გული“ და „ნარცისის“ ზანგი“.