ლიზი ძაგნიძე
ლიზი ძაგნიძე 2020 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია. ასევე, ასწავლის ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურას მოწვეული ლექტორის რანგში თსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის საკითხებზე.ლიზი ძაგნიძეს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტიპენდია. მათ შორის 2019 და 2022 წლებში ლონდონის უნივერსიტეტის (ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გამართულ ტ.ს. ელიოტის სკოლაში მონაწილეობისთვის), ასევე, ოთარ ჩხეიძის სახელობის, მერიისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდიები. მისი სადოქტორო კვლევა – ტ.ს. ელიოტსა და მოდერნიზმზე – 2022 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგრანტო პროექტის გამარჯვებული (PHDF-22-869) გახდა.