ირინა გველესიანი
ირინა გველესიანი დაიბადა 1976 წელს. 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ( „იურიდიულ (მემკვიდრეობის სამართლის) ტერმინთა სისტემები ქართულსა და უცხოურ (რუსულსა და ინგლისურ) ენებში“ ) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იგი არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფროს სპეციალისტად.სამეცნიერო ინტერესების სფერო: იურიდიული ტერმინოლოგია (ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში), ქართული მემკვიდრეობის სამართლის ტერმინოლოგიის ევოლუციური გზა, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, ინგლისური ენის გრამატიკა, პრესისა და ბიზნესის ენა.