დავით იობიძე
დავით იობიძემ 2011 წელს დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატი ღვთისმეტყველების სპეციალობით. 2015 წლიდან მოწვეული პედაგოგის სტატუსით მუშაობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (საგნები: ძველი აღთქმა, პატროლოგია). 2016 წელს დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურა ღვთისმეტყველების სპეციალობით, 2019 წელს კი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობით. 2020 წლიდან მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საგნები: ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია). 2020 წლიდან სწავლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.