თამაზ დევიძე
თამაზ დევიძემ 2009 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2015 წელს დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურა (აკადემია) ღვთისმეტყველების სპეციალობით. 2014 წლიდან მუშაობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ბიბლეისტიკისა და ლიტურგიკის კათედრის გამგის თანაშემწედ, კითხულობს სალექციო კურსს ახალ აღთქმაში. 2019 წელს წარჩინებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობით. 2019 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“. 2020 წლიდან მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საგნები: ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, აკადემიური წერა). 2020 წლიდან სწავლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.