ნინო დოლიძე
ნინო დოლიძე დაიბადა 1976 წელს. 1993-1998 წლებში სწავლობდა თსუ სემიტოლოგიის კათედრაზე, 1999-2001 წლებში – ამავე კათედრის ასპირანტურაში. 2004 წელს (როგორც ასპირანტმა) და 2014 წელს (როგორც დოქტორმა) გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით იმუშავა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 2005 წელს. 2012 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის კათედრის ასისტენტ პროფესორია. არის მონოგრაფიის („მაკამის ჟანრი არაბულ ლიტერატურაში“, თსუ, 2010), მხატვრული თარგმანებისა და 70-მდე პუბლიკაციის (სტატიების, რეცენზიების, არაბულიდან/ ინგლისურიდან მხატვრული/არამხატვრული თარგმანების) ავტორი.