სოფიკო დევდარიანი
სოფიკო დევდარიანი დაიბადა 1996 წელს. 2014 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ქართული ფილოლოგიის მიმართულება), რომელიც დაამთავრა 2018 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2020 წელს მიენიჭა განათლების მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2020 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.