მარინა ანდრაზაშვილი; ჰაიკე ლიბაუ
მარინა ანდრაზაშვილმა 1971 წელს დაამთავრა თსუ დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ფილოლოგიის განხრით. 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ნეგაციის საკითხებზე გერმანულში“. 1972 წლიდან იკავებდა სხვადასხვა აკადემიურ პოზიციას თსუ-ში, 2006 წლიდან არის თსუ ასოც. პროფესორი. კვლევის სფეროებია: გრამატიკის თეორია, კონტრასტული ლინგვისტიკა, თარგმანის თეორია, ფსიქოლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, გერმანისტული ონომასტიკა. არის DAAD-ს, KAAD-ს, Fritz-Thyssen-ის ფონდების მრავალგზის სტიპენდიანტი, ავტორი ოთხმოცამდე ნაშრომის, მათ შორის –გერმანული ენის გრამატიკის ოთხტომეულისა და გერმანიის ტოპონიმთა ლექსიკონის ორტომეულის; მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებში, აქვს პუბლიკაციები უცხოეთის მაღალრეიტინგულ კრებულებში, არის მომხსენებელი მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა.ჰაიკე ლიბაუმ 1965 წელს დაამთავრა ტაშკენტის სახელწიფო უნივერსიტეტი ინდური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1988 წელს დაიცვა ქალაქ ჰალეს მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია „ინდოეთში მისიონერული მოძრაობის შესახებ“. 2006 წლიდან დღემდე არის ბერლინის ლაიბნიცის სახელობის ახალაღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის განყოფილების გამგე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტს „ინდური წყაროები გერმანიის არქივებში (1706–1989)“. არის ორმოცდაათამდე ნაშრომის ავტორი; გერმანია-ინდოეთის ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ჰ.ლიბაუს ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: Roy, Franziska / Ahuja, Ravi (რედაქტ.) (2014): Soldat Ram Singh und der Kaiser. Indische Kriegsgefangene in deutschen Propagandalagern 1914-1918, Heidelberg: Draupadi Verlag; ასევე (2018): "A voice recording, a portrait photo and three drawings: tracing the life of a colonial soldier“, Leibniz-Zentrum Moderner Orient, ZMO Working Papers 20.
https://www.zmo.de/publikationen/WorkingPapers/liebau_2018.pdf