ლელა ციხელაშვილი; ეკატერინე ნავროზაშვილი
ლელა ციხელაშვილილელა ციხელაშვილი არის ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ნაშრომების ძირითადი თემატიკაა: ქართული (ქართველური) ენის სტრუქტურისა და ისტორიული გრამატიკის საკითხები, ძველი ქართული ენის გრამატიკული წყობა, ბიბლიურ წიგნთა თარგმანის ტექნიკის საკითხები. არის ავტორი სალექციო კურსებისა და არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა თუ პროექტის მონაწილე.
ეკატერინე ნავროზაშვილი არის ფილოლოგიის დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის სფეროებია: თარგმანის თეორია, პოეტური თარგმანი, ბიბლიური წიგნების ძველი და თანამედროვე ქართული თარგმენები, ლიტერატურათმცოდნეობა. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი პროექტის, ადგილობრივი და საერთაშორისო სიმპოზიუმის, კონფერენციის ინიციატორი და მონაწილე.