გვანცა მღვდელაძე

გვანცა მღვდელაძემ 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის (დამატებით ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა) ბაკალავრიატის პროგრამა. 2012-14 წლებში გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიაუნი) განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სწავლობს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. მისი საკვლევი თემაა ახალი ქართული სამხედრო ტერმინოლოგია. 2012 წლიდან დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრში. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.

ელ-ფოსტა: gvantsamghvdeladze1@gmail.com