თეა შურღაია

თეა შურღაია არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
თეა შურღაიას კვლევის სფეროებია: პარემიოლოგია, თანამედროვე სპარსული ლიტერატურა, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობები, მხატვრული თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. არის მონოგრაფიისა და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, უცხოურ და ეროვნულ საგრანტო პროექტებში.
თეა შურღაია არის თანამედროვე სპარსული პროზის მთარგმნელი. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს: გოლი თარაყის, მოჰამადალი ესლამი ნოდუშანის, ზოია ფირზადის, მაჰმუდ დოულათაბადის, ირაჯ ფეზეშქზადისა და სხვ. ნაწარმოებები. ასევე, მინიჭებული აქვს შაჰრიარის სახელობის კულტურის მედალი (ირანი).

ელ-ფოსტა: tea.shurghaia@tsu.ge