გიორგი ლაბაძე
გიორგი ლაბაძემ 2019 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2021 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა ამერიკისმცოდნეობის მაგისტრის სტატუსი . 2021 წლის შემოდგომიდან გიორგი ლაბაძე არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მოწვეული ლექტორი.გიორგი ლაბაძეს გამოქვეყნებული აქვს სტატიები ამერიკის შეერთებული შტატების სადამფუძნებლო დოკუმენტების, სახელმწიფო მოწყობის შესახებ. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „პარტიული პოლიტიკის ფორმირება ადრეული რესპუბლიკის პერიოდში და მისი გამოძახილი თანამედროვე შეერთებულ შტატებზე“.