გვანცა ფოფხაძე

გვანცა ფოფხაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი 2018 წლიდან. გვანცა ფოფხაძეს აქვს ლათინურ ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება: ბაკალავრიატის პერიოდში თარგმნა ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეში“, დოქტორანტურაში - სენეკას „მედეა“. მოპოვებული აქვს გრანტი ბარუხ სპინოზას „ეთიკის“ თარგმანისათვის საერთაშორისო ფონდისაგან: Dutch Foundation for Literature. ამჟამად ძველი ბერძნულიდან თარგმნის პტოლემაიოსის „ოთხწიგნეულს“ და ამავე ნაწარმოებზე აქვს სადოქტორო თემა. აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია.

ელ-ფოსტა: gvantsapop@gmail.com