პავლიკა ჯაგუნავა

პავლიკა ჯაგუნავამ 2018 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, მიენიჭა ისტორიის მაგისტრის ხარისხი ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალობით. ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი.
ის სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო კონკურსის: „საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები 1918-1921 წლებში“; არის რამდენიმე სტატიის ავტორი საქართველოს ისტორიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ. ასევე, არის თანაავტორი წიგნისა: „ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“.

ელ-ფოსტა: pavlika.jagunava@tsu.ge