მანანა რუსიეშვილი; რუსუდან დოლიძე; სოფიო თოთიბაძე; მარიამ ქებურია
მანანა რუსიეშვილიმანანა რუსიეშვილი არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და პროფესორი. იგი, ასევე, ხელმძღვანელობს საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებლების ასოციაციას.
მანანა რუსიეშვილს ეკუთვნის 110 ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაცია და მოხსენება. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მეტაფორის თეორიის, სოციოლინგვისტიკის, პრაგმატიკის, გამოყენებითი ლინგვისტიკისა და კრიტიკული დისკურსის ანალიზის საკითხებს.
რუსუდან დოლიძე
რუსუდან დოლიძე არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი და თსუ უცხოური ენების ცენტრის დირექტორი. მისი კვლევები მოიცავს პრაგმატიკის, სოციოლინგვისტიკისა და სემიოტიკის საკითხებს.
სოფიო თოთიბაძე
სოფიო თოთიბაძე არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მისი საკვლევი ინტერესები მოიცავს მეტაფორის თეორიას, გენდერის კვლევასა და სოციოლინგვისტიკის პრობლემებს.
მარიამ ქებურია
მარიამ ქებურია არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი. მისი საკვლევი ინტერესები მოიცავს მეტაფორის თეორიას, სოციოლინგვისტიკასა და კრიტიკული დისკურსის ანალიზს.