ვლადისლავ ქუთათელაძე
ვლადისლავ ქუთათელაძე არის ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის რექტორის მოადგილე სამეცნიერო და კვლევით სამუშაოებში. ამასთანავე, არის ხარკოვის სახელმწიფო დიზაინისა და ხელოვნების აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის განყოფილების ასოცირებული პროფესორი (დისციპლინა „დიზაინის ისტორია და თეორია“).ვლადისლავ ქუთათელაძის კვლევითი ინტერესებია: დიზაინი, დიზაინის ისტორია, საქართველოს დიზაინი. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სისტემატურად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე უცხოურ და ეროვნულ პროექტებში.
ვლადისლავ ქუთათელაძეს აქვს სპეციალობის დიპლომი, ხელოვნების მასწავლებლის კვალიფიკაცია (მაგისტრის ტოლფასი). მისი სადოქტორო დისერტაცია ეძღვნება ტექნიკურ ესთეტიკას (დიზაინი), დაცულია ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში.