ლია ახალაძე

ლია   ახალაძე   დაიბადა 1966 წელს. 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII  საუკუნეები" და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.  2007 წლიდან არის ისტორიის აკადემიური დოქტორი.  მუშაობს სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად. არის 2 მონოგრაფიის, 2 მეთოდური სახელმძღვანელოსა და 60-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.


სამეცნიერო ინტერესების სფერო:  წყაროთმცოდნეობა, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, ისტორიის სწავლების  პრობლემები თანამედროვე  ეტაპზე.

ელ-ფოსტა: liaahaladze@yahoo.com