ლელა სამუშია
ლელა სამუშია დაიბადა 1976 წელს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის განხრით. 2003 წელს ჩააბარა მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერიტეტის დოქტორანტურაში, სადაც პროფესორ იოსტ გიპერტის ხელმძღვანელობით გაიარა სრული კურსი შედარებით ენათმეცნიერებაში. 2007 წელს ლექციებს კითხულობდა მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში სხვადასახვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში მუშაობდა მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2011 წლის იანვრიდან დაკავებულია ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროექტში LOEWE-Digital Humanities მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით.2003-2006 წლებში იყო გერმანიის სამეცნიერო ფონდის DFG-ს სტიპენდიანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებში.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველურ ენათა სინტაქსი, ძველი ქართული ხელნაწერები, სოციოლინგვისტიკა.