კონსტანტინე ბრეგაძე
კონსტანტინე ბრეგაძე დაიბადა 1974 წელს; 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (გერმანისტიკის მიმართულება). კ. ბრეგაძემ 1998 წელს დაასრულა თსუ მაგისტრატურა და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ნოვალისის ენის ფილოსოფია" და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.
კ. ბრეგაძე მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში საქართველოსა და გერმანიაში. მან გერმანულიდან თარგმნა, ვრცელი გამოკვლევა დაურთო და გამოაქვეყნა ნოვალისის პოეტური ციკლი "ღამის ჰიმნები" ("Hymnen an die Nacht") (თბილისი, 2007); ავტორია სამეცნიერო სტატიების კრებულისა "ლიტერატურული და ენისფილოსოფიური ნარკვევები. ნოვალისი, გოეთე, ვ. ფონ ჰუმბოლდტი..." (თბილისი, 2009).
მუშაობს თსუ_ში ასისტენტ პროფესორად.