ზვიად შერაზადიშვილი
ზვიად შერაზადიშვილი 2004 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2008 წელს და მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე არქეოლოგიის მიმართულებით. 2010 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თრიალეთური კულტურის ბრინჯაოს საბრძოლო იარაღის კვლევისათვის (აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი სატევრის პირის, მახვილის, რაპირის, შუბის პირის, ცულის მიხედვით) და მიენიჭა არქეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია.