ნათია ამაღლობელი
დაიბადა 1980 წელს. 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრატურა რომანული ფილოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 – 2006 წლებში მუშაობდა ს.ს. ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფრანგული ენის მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი. 2008 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ინტერესების სფერო: სოციოლინგვისტიკა, დისკურსის ანალიზი, ელექტრონული დისკურსი.