ბექა კობახიძე
ბექა კობახიძემ 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით. 2007-2009 წლებში სწავლობდა და მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად ბექა კობახიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო თემაა "საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე (1919-1920 წწ.).” გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო სტატია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებზე.