თამარ ჭუმბურიძე
თამარ ჭუმბურიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში, დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი (1981), მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (1981-2007), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. ამჟამად მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში. 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ”მიქელ თარხნიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა”, 2007 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში, გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი”. გამოცემული აქვს მიქელ თარხნიშვილის წერილები შესავლითა და გამოკვლევით (1994) და გრიგოლ ფერაძის ”ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში”(2006), ასევე სტატიები ფილოლოგიის სფეროში და თარგმანები გერმანული ენიდან.