თამარ ყალიჩავა
თამარ ყალიჩავა დაიბადა ფოთში 1985 წლის 8 ივლისს. 2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ბაკალავრიატი), ხოლო 2010 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. იგი დაინტერესებულია თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის აქტუალური პრობლემებით; არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.